ევროკავშირთან დიალოგი შეჩერდა თავად ბრიუსელის მხრიდან - საქართველოს არაფერი არ შეუჩერებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 14 ნოემბერი 2025, 01:16

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ ევროკავშირთან დიალოგის შეჩერება საქართველოს მხრიდან არ მომხდარა და ამ საკითხთან დაკავშირებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.

„ყველაფერი, რასაც ამაზე ამბობენ, არის ტყუილი, ეს არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია. როდესაც ვინმე აცხადებს, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მარტივად ეს წინადადება არის ტყუილი. საქართველოს არაფერი არ შეუჩერებია,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე ცდილობდა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ გამხდარიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, თუმცა გარკვეულმა ძალებმა საკითხი მანიპულაციურად გამოიყენეს.

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებული. თუმცა ეს თემა გარკვეულმა ჯგუფებმა ისე შემოატრიალეს, თითქოს დიალოგი საქართველოს მხრიდან შეჩერდა. სინამდვილეში დიალოგი შეჩერდა ბევრად ადრე, ვიდრე ის განცხადება გაკეთდებოდა.“ - აღნიშნა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, შესაბამისი წერილობითი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან უკვე ივნისში არსებობდა და სწორედ ბრიუსელმა შეაჩერა ფორმალური კონტაქტები.

„დღეს ჩვენ ვნახეთ წერილებიც - არსებობს დოკუმენტები, თუმცა საერთაშორისო ურთიერთობებში მოქმედებს გარკვეული ეთიკა და წესები, რის გამოც ყველაფერი საჯაროდ არ ქვეყნდება. ფაქტია, რომ ევროკავშირის მხარემ თავად შეაჩერა კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც ლეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო კანონები,“ - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ისტორია სხვანაირად დაიწეროს. ჩვენს ქვეყანაში პროტესტი და გამოსვლები დაიწო დემოკრატიის წინააღმდეგ, არჩევნების შემდგომ,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი