სოფიაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ბულგარეთის ნაკრების შეხვედრა დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 18 ნოემბერი 2025, 23:57

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და ბულგარეთის ნაკრებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა დაიწყო.

მატჩი სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მიმდინარეობს. არცერთ გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ დარჩა.

17 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა „მტკ ბუდაპეშტის“ 27 წლის მცველმა, ილია ბერიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი