სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადება „თურქულის“ პრევენციისთვის 500 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 19 ნოემბერი 2025, 11:35

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადება „თურქულის“ პრევენციისთვის 500 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, დაავადება თურქულის SAT-1 სეროტიპით გამოწვეული აფეთქებების კერები ფიქსირდება, მათ შორის, საქართველოს საზღვართან ახლომდებარე რეგიონებში.

პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა 500 ათასი დოზა SAT-1 სეროტიპის შემცველი ვაქცინა, რომელიც რეკომენდებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეფერენს ლაბორატორიის მიერ.

სააგენტომ პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. ვეტერინარები ცხოველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აცრიან.

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ სააგენტოს ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის პროცესს.

თურქული (Food and Mouth Disease) წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მაღალკონტაგიოზური, ვირუსული ინფექციური დაავადებაა. თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ადამიანი თურქულით არ ავადდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო თურქულის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ყოველწლიურად ახორციელებს. 2025 წელს, მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველებს (მათ შორის SAT-1-ის საწინააღმდეგოდ) მილიონ 300 ათასზე მეტი ვაქცინაცია/რევაქცინაცია ჩაუტარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი