ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
190 19 ნოემბერი 2025, 12:05

დიახ, მინდა სიმწრის ტაში დავუკრა იმ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ამ ეტაპზე თავის მიზნებს მიაღწიეს. დღეს მენტალობის გენოციდი არა იმდენად იმ მეთოდებზეა დამყარებული, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი: წამებაზე, შეურაცხყოფაზე, გაუპატიურებასა თუ მკვლელობაზე, რამდენადაც ბრძოლის „ანთროპოლოგიურ" და ფსიქოლოგიურ მეთოდებზე, რამაც უკიდურესად გადაღალა ჩვენი დასუსტებული, დაყოფილი და სულიერად გამოშიგნული სოციუმი - ფსიქოლოგიურად გამოფიტა იგი“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს.

„არ მიყურებია გუშინდელი მატჩისთვის - ვიცოდი რა, თუ როგორ დასრულდებოდა. და აქ არც მოთამაშეების, არც მწვრთნელის მიმართ მაქვს პრეტენზია. ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყოველივეს, რითაც საზრდოობს დღეს ქვეყნის საზოგადოება. და დიახ, მინდა სიმწრის ტაში დავუკრა იმ სპეცსამსახურებს, რომლებმაც ამ ეტაპზე თავის მიზნებს მიაღწიეს. დღეს მენტალობის გენოციდი არა იმდენად იმ მეთოდებზეა დამყარებული, რომლებსაც მიმართავდა სააკაშვილი: წამებაზე, შეურაცხყოფაზე, გაუპატიურებასა თუ მკვლელობაზე, რამდენადაც ბრძოლის „ანთროპოლოგიურ" და ფსიქოლოგიურ მეთოდებზე, რამაც უკიდურესად გადაღალა ჩვენი დასუსტებული, დაყოფილი და სულიერად გამოშიგნული სოციუმი - ფსიქოლოგიურად გამოფიტა იგი. მით უმეტეს, როდესაც ეს ზემოქმედება გრძელდება პირდაპირი გაგებით და ინტენსიურად უკანასკნელი 5 წელი, /365/7/24 რეჟიმით, გამრავლებული ერის მაქსიმალურ სულიერ სიცარიელესა და რწმენა/დეფიციტზე.

არც „უნგრეთი-ირლანდიისთვის", თუ „შოტლანდია-დანიისთვის" მიყურებია, მაგრამ ფბ-ზე დადებული იმ ფრაგმენტებიდანაც ჩანს, რომ თითქოს გაცოცხლებული „კელტები" თუ „ვიკინგები" საკუთარი წინაპრების რეინკარნირებული სულით და სიმამაცით გადიოდნენ „ბრძოლის ველზე". არ ვიცი, ჩვენს ნიჭიერ და საყვარელ ბიჭებში თუ ამოიკითხეს „დიდგორის", „მეტეხის ხიდის" თუ „კრწანისის" შთამომავლები - მე ეს ვერ მოვახერხე. და ვერც ერთი „სანიოლი" თუ „გვარდიოლი" საქმეს ვერ უშველის. სხვა რამ გვაქვს დასაძლევი ქართველებს - ჩვენ რეალურ მენტალურ კრიზისში ვართ შესულები და შემდგომი, შიდა თუ საგარეო ბუნდოვანი პოლიტიკური განვითარების ჩიხში. ჩვენ გვამარცხებენ ძალზე მზაკვრული ილეთებით და არანაირი ქმედითი წინააღმდეგობა საზოგადოების მხრიდან არ ჩანს.

ერთადერთი გამაერთიანებელი ძალა და ფასეულობები, რომლებიც ამ ხელოვნურად შექმნილი „პოლარიზაციიდან" გამოგვიყვანენ - ღვაწლზე, ძალისხმევასა და საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე გადის, რაც არ გვინდა. გინდ ნიჭიერი, გაუმაძღარი, მოღალატე კორუფციონერების, გინდ ქრისტეს მიღმა მცხოვრებ „რა გვეშველება" სეგმენტის დონეზე. დიახ, კვლავ და კვლავ (არ დავიღლები) - ლოცვაზე და მარხვაზე გადის ვითარების გამოსწორება, რაც არ გვინდა. მით უმეტეს, რომ „დოროთეებიც" ზუსტად ამას ქადაგებენ: არც ილოცოთ და არც იმარხულოთო. შეიძლება ირლანდიელს, ან შოტლანდიელს სხვა სიღრმისეული ძალები აძლიერებენ - ქართველების გადარჩენა მხოლოდ სახარებასა და ეკლესიაშია, რომლებიც მიტოვებული გვაქვს. ეშმაკს - ეშმაკის ძალით ვებრძვით.

და დიახ, ნაძირალაა ყველა, ვინც დღეს კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით და დაფინანსებით, ყოველდღიურად ცდილობს გახლიჩოს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით; ნაძირალაა ყველა, ვინც ადამიანში უფლის მიმართ უნდობლობას აღვივებს; ვინც არა მატერიის სულიერებაზე, არამედ, სულის მატერიალიზაციაზე მუშაობს და ამაში ფულს იღებს. თანდათანობით, ისე, რომ ვერც კი ვამჩნევთ, ქრისტეს მიღმა ცხოვრება ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. აქ გადარჩენა ინდივიდუალურ დონეზე ჯერ კიდევ შეიძლება, თუ კი ტოტალურ გარე ურწმუნოებასა და ცხონებისკენ თქვენს მისწრაფებას შორის "დამცავ კაფსულას" ააგებთ. მაგრამ ასეთ პირობებში ეროვნული, კოლექტიური გადარჩენა გაჭირდება. ასე რომ, სანიოლს თავი დავანებოთ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი