87
19 ნოემბერი 2025, 14:19
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპიკერი, ნატ პერი ადასტურებს, რომ თინა ბოკუჩავამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ეუთომ საქართველოს წინააღმდეგ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
შესაბამისი კითხვით ეუთოს „ქრონიკამ“ მიმართა, რაზეც საპარლამენტო ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობა სიცრუეა.
„საპარლამენტო ასამბლეას არ მიუღია არანაირი რეზოლუცია 17-19 ნოემბრის საშემოდგომო შეხვედრაზე სტამბოლში. მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სიცრუეა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოში კონსტრუქციულ გამოსავალს, ეუთოს ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნავს ნატ პერი „ქრონიკის“ პასუხად.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |