სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო პროექტი „პროფესია პოლიციელი“, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელთა მიღწევებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 20 ნოემბერი 2025, 14:45

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. „პროფესია პოლიციელი“ წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე. გეკა გელაძის თქმით, ახალი კამპანია ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

„სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – „პროფესია პოლიციელი“, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს, ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ პოლიციელების მიღწევებს, შედეგებს, წარმატებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას. ვფიქრობთ, აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას პოლიციელის ძალიან ღირსეული და საამაყო პროფესიით“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სპეციალურად მოზარდებისთვის, აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ. კამპანია „პროფესია პოლიციელი“ 21 ნოემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე 4000-მდე სკოლის მოსწავლეს საშუალება ექნება, ეწვიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს, ადგილზე გაეცნოს ინფრასტრუქტურასა და დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის სპეციფიკას და ჩაერთოს სიმულაციურ აქტივობებში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი