ევროკომისიის პრეზიდენტი არც კი ახსენებს უკრაინაში ომის მაფიას, კორუმპირებულ სისტემას, დაფინანსების შეჩერების ნაცვლად, სურს, კიდევ 100 მილიარდი გაუგზავნოს უკრაინას, ეს სიგიჟეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 20 ნოემბერი 2025, 14:56

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის მთავრობისთვის ფულის გაგზავნა ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გათვალისწინებით. ამის შესახებ სიიარტომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის წინ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ბრიუსელი და ბრიუსელის ხელმძღვანელობა ნორმალური რომ ყოფილიყო, მაშინ მათ დაუყოვნებლივ უნდა შეეწყვიტათ უკრაინისთვის გადახდები და დაუყოვნებლივ უნდა მოეთხოვათ ფინანსური გამჭვირვალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რაში დაიხარჯა ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფული უკრაინაში. მთელი მსოფლიო მედია ავრცელებს ამბებს ამ კორუმპირებული სისტემის, ამ საომარი მაფიის ოპერაციის შესახებ. და უნდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე ზომიერი გამოთქმა, რომელსაც ახლა გამოვიყენებ. სიგიჟეა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი წევრ სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, უკრაინას კიდევ 100 მილიარდი ევრო მისცენ. ანუ, გიჟები ვართ? უკრაინაში ომის მაფია, კორუმპირებული სისტემა მოქმედებს, შემდეგ კი, ევროკომისიის პრეზიდენტი ამას თავის წერილში არც კი ახსენებს. დაფინანსების შეჩერებისა და დაუყოვნებელი ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნის ნაცვლად, მას სურს, კიდევ 100 მილიარდი გაუგზავნოს უკრაინას. ეს სიგიჟე, სკანდალია“, – აცხადებს სიარტო.

შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო იძიებენ კორუფციულ სქემას, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა. საუბარში რამდენიმე მაღალიჩინოსანი ფიგურირებს. კორუფციული სკანდალის ფონზე გუშინ უმაღლესმა რადამ იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების გადაყენებას მისცა ხმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა
რადგან „კამიტის" და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში გასარკვევი არაფერია, თემა დახურულია
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
არქივი