ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს, მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 20 ნოემბერი 2025, 16:13

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, ფეხბურთელების მიმართ ბულინგი უნდა შეწყდეს და ნებისმიერ შემთხვევაში მხარი უნდა დავუჭიროთ ეროვნულ ნაკრებს.

შარაშიძის თქმით, ფეხბურთის პოლიტიზება დაუშვებელია.

„ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს. საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიძლება, გულშემატკივრის გულს ყოველთვის ვერ ახარებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ მათ წინააღმდეგ ბულინგი უნდა დაიწყოს. ეროვნული ნაკრები იმის ეროვნული ნაკრებია, რომ ჩვენ ჩვენი ნაკრებით ვამაყობდეთ. მოვუწოდებ ყველას, რომელი მხარეც არ უნდა იყოს, ამ ბიჭებს შევეშვათ და მაქსიმალურად დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წაგების თუ მოგების შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ ეროვნულ ნაკრებს. ყველაფრის პოლიტიზება და, მით უფრო, ფეხბურთის, დაუშვებელია. გვესმის ისიც, რომ ამ საკითხის პოლიტიზებას ვინც ახდენს, ერთი მხარის წვლილი, შეიძლება, გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე მეორე მხარის, მაგრამ ამის გარჩევასაც არ დავიწყებ. ყველაფრის მიუხედავად, ყველას მოვუწოდებთ, ეროვნულ ნაკრებს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი