ვაჰაგნ ხაჩატურიანი ირაკლი კობახიძეს: ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა. ვფიქრობ, მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 20 ნოემბერი 2025, 16:51

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას, დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირისპირ შეხვედრისას.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

„დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. გუშინ ჩამოვედი და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სულ აქ ვიყავი. ამას განაპირობებს ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და ის გარემო, რომელიც აქ შეგვიქმნეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე განპირობებულია ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და თქვენი პირადი ურთიერთობებით, სანდო პარტნიორობით და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი დონის შეხვედრები ამყარებენ ჩვენს ურთიერთობებს, ასევე გვიქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება. ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ“, - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა
რადგან „კამიტის" და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში გასარკვევი არაფერია, თემა დახურულია
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
არქივი