ასეთია პროქსი ქვეყნის ბედი - 4-წლიანი ომის შემდეგ პატრონი, რომელმაც უკრაინა წაგებულ ომში გახვია, ახლა აღარც ეკითხება და ისე გეგმავს იმასთან შეთანხმებას, ვის წინააღმდეგაც მთელი ეს წლები აომა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
242 21 ნოემბერი 2025, 14:34

ასეთია პროქსი ქვეყნის ბედი - თითქმის 4 წლიანი ომის, მილიონიანი მსხვერპლის, ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასწორების, მილიონობით ადამიანის დევნილობაში წასვლის, სახელმწიფოს ჩამოშლის და ეკონომიკის სრული განადგურების შემდეგ, პატრონი, რომელმაც უკრაინა აპრიორი წაგებულ ომში გახვია, ახლა აღარც ეკითხება, ისე გეგმავს იმასთან შეთანხმებას, ვის წინააღმდეგაც მთელი ეს წლები აომა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უკრაინული ტრაგედია 2014 წელს დაიწყო, როდესაც „დიპ სტეიტმა“ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა მოიყვანა, საქართველოსთვის გაწერილი იგივე სცენარი კი, საზოგადოებამ გონიერების, სწორი პოლიტიკის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის თავგანწირული ბრძოლის შედეგად აარიდა ქვეყანას.

შაქარიშვილის თქმით, ქართველი ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც მთელი ეს წლები, უკრაინის „დიდ გამარჯვებაში“ ეპატიჟებოდა საქართველოს.

„ასეთია პროქსი ქვეყნის ბედი - თითქმის 4 წლიანი ომის, მილიონიანი მსხვერპლის, ქალაქებისა და სოფლების მიწასთან გასწორების, მილიონობით ადამიანის დევნილობაში წასვლის, სახელმწიფოს ჩამოშლის და ეკონომიკის სრული განადგურების შემდეგ, პატრონი, რომელმაც უკრაინა აპრიორი წაგებულ ომში გახვია, ახლა აღარც ეკითხება, ისე გეგმავს იმასთან შეთანხმებას, ვის წინააღმდეგაც მთელი ეს წლები აომა.

ამერიკული გეგმის მიხედვით, დონეცკი და ლუგანსკი სრულად იქნება საერთაშორისოდ აღიარებული რუსეთის ტერიტორიად. ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ის ნაწილი, რომელიც მოლაპარაკების მომენტში რუსეთის კონტროლქვეშ იქნება. ყირიმზე აქამდეც ზედმეტი იყო საუბარი. უკრაინამ ჯარიც უნდა გაანახევროს და ამ ყველაფერთან ერთად, NATO-ც სამუდამოდ დაივიწყოს!

2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დაპირება გასცეს. სულ რამდენიმე თვეში საქართველო ომში გახვიეს, ტერიტორიები დაგვაკარგვინეს, დახმარების სახით კი, წყალი და „პამპერსები“ გამოგვიგზავნეს. ნაც.მოძრაობის რეჟიმს სასტიკ რეპრესიებზე მწვანე შუქი აუნთეს, რომ წაგებული ომის შემდეგ ძალაუფლება არ დაეკარგათ და „დემოკრატიის შუქურაც“ უწოდეს.

მოგვიანებით, ორივე ქვეყანას კონსტიტუციაში ჩაგვაწერინეს ალიანსში გაწევრიანების მიზანი. ახლა კი, იგივე ძალები პირიქით NATO-ს ავალდებულებენ საკუთარ წესდებაში ჩაწეროს, რომ აღარასოდეს, არანაირი ფორმით აღარ დააყენებს უკრაინის ბლოკში გაწევრიანების საკითხს.

უკრაინული ტრაგედია 2014 წელს დაიწყო, როდესაც Deep State-მა გადატრიალება განახორციელა და ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა მოიყვანა. აბსოლუტურად იგივე სცენარი იყო გაწერილი საქართველოსთვის, რაც გონიერების, სწორი პოლიტიკის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის თავგანწირული ბრძოლის შედეგად ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას.

ახლა სად არის ის ხალხი, ვინც საქართველოს მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ უკრაინა ომს იგებდა?! ახლა სად არიან ისინი, ვინც აცხადებდნენ, რომ „დიდ გამარჯვებაში“ მონაწილეობის შანსს ვუშვებდით ხელიდან?! ის ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟჟჟუუურნალისტები, ენჯეოშნიკები, მსახიობ-რეჟისორები, პოეტები და მწერლები, ყველა სხვა ვინც გასული წლების განმავლობაში ამ „გამარჯვებაში“ ეპატიჟებოდა ქვეყანას, უნდა გამოვათრიოთ და პასუხი ვაგებინოთ საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე!!!
ჩვენ მკაფიოდ ვამბობდით, რომ პროგნოზირებადი იყო რაც მოხდებოდა, დასკვნებს ხომ რეალობის და ჩვენივე მწარე გამოცდილების გათვალისწინებით ვაკეთებდით, რაც 2008 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა მიგვაღებინა.

მაგრამ არაფრით უნდოდათ იმის არათუ გააზრება უბრალოდ დანახვაც კი, რაც თვალსაჩინო რეალობა იყო! დავალება ჰქონდა აგენტურას ასეთი და დღემდე აგრძელებენ შესრულების მცდელობას.

ვერ გაექცევით, თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ყველაფერს ინახავს არქივი 2022 წლის 24 თებერვლიდან და ყველა სიტყვაზე, ყველა ქმედებაზე აგებთ პასუხს, რაც ამ წლებში ქვეყანას დაუშავეთ და კიდევ იმ განზრახვისთვის, რომლის სისრულეში მოყვანის საშუალებაც არ მოგეცით!

უკვე დამდგარი შედეგიდან მაინც გამოვიტანოთ გაკვეთილი და სასწრაფოდ დავიწყოთ მოქმედება ნეიტრალიტეტისთვის!

თავი დავიხსნათ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თემის ტყვეობიდან და ვიზრუნოთ სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. მხოლოდ ასე შევძლებთ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი