სპორტის მინისტრმა მარკ იგანს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 21 ნოემბერი 2025, 16:52

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ იაპონიის რაგბის კავშირის დირექტორთა საბჭოს წევრთან მარკ იგანთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა მარკ იგანს მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციაში ტურნირებისა და მაღალი მიღწევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

შეხვედრაზე ისაუბრეს შემოდგომის ტესტ-მატჩების ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 22 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება და რომელზეც საქართველო იაპონიას დაუპირისპირდება. მხარეებმა ასევე ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა და მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი