ჩვენ არ მივცემთ მტერს საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, არღვევს პროცესს და არ არის მზად დიპლომატიისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 21 ნოემბერი 2025, 20:39

ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს, მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ახლა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს.

„ახლა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია და უკრაინაზე ახლა ერთ-ერთი მძიმე ზეწოლა ხდება. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი – ყველაზე რთული დღემდე – და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და რომ ჩვენ ვენდოთ ადამიანს, რომელმაც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ უკრაინისგან პასუხს მოელიან.

„თუმცა, სინამდვილეში, მე ეს უკვე გავაკეთე. 2019 წლის 20 მაისს, როდესაც უკრაინისადმი ერთგულების ფიცი დავდე, კერძოდ, ვთქვი, მე, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტი, ვფიცავ, რომ ყველა ჩემს ქმედებაში დავიცავ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, დავიცავ მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დავიცავ უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს, შევასრულებ ჩემს მოვალეობებს ყველა თანამემამულის ინტერესებიდან გამომდინარე და ავამაღლებ უკრაინის პრესტიჟს მსოფლიოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული.

„ჩვენ არ ვაკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს. ჩვენ მშვიდად ვიმუშავებთ ამერიკასთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან. ჩვენ კონსტრუქციულად ვეძებთ გადაწყვეტილებებს ჩვენს მთავარ პარტნიორთან. მე წარმოვადგენ არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა, ის არღვევს პროცესს და, რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ და პირობა დადო, რომ უკრაინა სწრაფად იმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე მედიის წინააღმდეგ გაცემულ სანქციებზე: სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ და თავად ზღუდავენ მას
კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე: ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან
კახა კალაძე აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე: აპრილის თვე დასახელდა, როცა გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, იქნება საინტერესო სიახლეები, დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს ამ ინფორმაციით
ზურაბ აბაშიძე: ჩვენ ველოდებოდით, რომ წარმოდგენილი ანგარიში ერთი წინადადებით მაინც დაგმობდა ძალადობას, რომელიც 4 ოქტომბერს, არჩევნების დასრულებისთანავე ვიხილეთ
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
არქივი