ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 25 ნოემბერი 2025, 16:13

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში.

მისივე შეფასებით, დროული იყო კანონის მიღება და ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან.

„ახლა კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ევრობიუროკრატიაზე - "და მათ ნამდვილად იცეკვეს"!

არა და საიდან დაიწყო - თავისთვის არიან, რა პრობლემაა, სიყვარული სიყვარულია და სახლში ხომ არ გვივარდებიან?!


ან როდის იყო ევრობიუროკრატია თავს გვახვევდა ერთსქესიანთა ქორწინებას?!

ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!“ - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი