არ გამოვრიცხავ, რომ ამ „არაბული დეზინფორმაციის“ გავრცელებაში ზოგი ძალის „ლიდერშიფი“ „პირად ინვესტიციას" იღებს, ზოგიერთი კი, „გულწრფელი გაუნათლებლობის" გამო, ამისთვის უსასყიდლოდ ეკლესიის კათედრას იყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
235 26 ნოემბერი 2025, 21:37

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „Eagle Hills“-ის ინვესტიციებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რაც შეეხება „არაბოფობების“ ზოგად ფენომენს — მათი დაწვრილმანება ვიწროპარტიულ ნიშნით „თლა“ მართებული არ იქნებოდა. მათ გაცილებით უფრო მსხვილი ძალები მართავენ. ესენია: „დიპ სტეიტის“ მართული ევრობიუროკრატია, რომელსაც ეკონომიკურად ძლიერი საქართველო არ აწყობს“, - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფარგლებში არგუმენტირებულად უპასუხა „Eagle Hills“-ის ინვესტიციებთან დაკავშირებულ ყველა ფობიას.

„დღეს, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ, არგუმენტირებული პასუხი გასცა „არაბულ ინვესტიციებზე“ გაჩენილ ყველა ორკესტრირებულ ფობიას, რომლებშიც შეთანხმებულად გაერთიანებულია მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრი. დღეს მაღალი ტრიბუნიდან პირველად იქნა ერთხმად წარმოდგენილი ამ ფობიების გამავრცელებლები: „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „ალტი-ინფო“.

თავის უკბილო შეკითხვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიმართ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ლეგიტიმურად წარმოდგენილმა, სადეპუტატო მანდატის მფლობელმა, ძებნილი, ემიგრანტი გახარიას წარმომადგენელმა (გიორგი შარაშიძემ) ირაკლი კობახიძეს ვერც მისი ოფიციალური თანამდებობით და ვერც „ბატონო ირაკლის“ სახით მიმართვა ვერ გარისკა აკაცუკების მხრიდან გაროზგვის შიშით და სამგზის მას „ბატონო მომხსენებელო“-თი მიმართა.

რაც შეეხება „არაბოფობების“ ზოგად ფენომენს — მათი დაწვრილმანება ვიწროპარტიულ ნიშნით „თლა“ მართებული არ იქნებოდა. მათ გაცილებით უფრო მსხვილი ძალები მართავენ. ესენია: „დიპ სტეიტის“ მართული ევრობიუროკრატია, რომელსაც ეკონომიკურად ძლიერი საქართველო არ აწყობს; და ისინიც, ვინც საკუთარ ქვეყანას განიხილავს მაქსიმუმ რუსეთის ფედერაციის 90-ე რეგიონის პოზიციაზე.

ამ კატეგორიებს უკვე „სპიკერების“ სახით წარმოადგენენ ზოგი პოლიტიკოსი იქნება, თუ ზოგი (რაც ყველაზე სამწუხაროა) სასულიერო პირი. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ „არაბული დეზინფორმაციის“ გავრცელებაში ზოგი ძალის „ლიდერშიფი“ სერიოზულ "პირად ინვესტიციას" იღებს, ზოგიერთი კი, "გულწრფელი გაუნათლებლობის" გამო, ამისთვის უსასყიდლოდ ეკლესიის კათედრას იყენებს. რაც შეეხება ამ ორივე მიმართულების "სამრევლოს" - ირაკლი კობახიძის დღევანდელი ამომწურავი მოხსენების შემდეგ, რომელ ახალ სიგიჟეს გამოიგონებენ, საკითხავი მხოლოდ ესაა...“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი