თავის თავს არ ეკუთვნიან და გამოგზავნილ „მანიფესტს“ ხან ვერ თარგმნიან, ხან არასწორად თარგმნიან, ხან იბრალებენ, რომ თვითონ დაწერეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 29 ნოემბერი 2025, 17:39
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რუსთაველზე გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომელზეც მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რადიკალებმა „მანიფესტი“ აღარ წაიკითხეს.

„ეს არის მაგალითი იმის, რომ ე.წ. ვითომ ენჯეოები და ვითომ პოლიტიკოსები თავის თავს არ ეკუთვნიან და იქიდან გამოგზავნილ მანიფესტს ხან ვერ თარგმნიან, ხან არასწორად თარგმნიან, ხან იბრალებენ, რომ თვითონ დაწერეს. მერე გასაჯაროვდება ის, რომ მათი დაწერილი არაფერი არის.

როცა უნდათ, მათთვის ტრამპი არის დემოკრატიის შუქურა და როცა უნდათ, არის რუსეთუმე. ამიტომაც იყო ასეთი წინადადება ამ „მანიფესტში“. ასე რომ, ამ ხალხისგან გასაკვირი არაფერია“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის ე.წ. მანიფესტი „პრაიმ ტაიმმა“ მოიპოვა, რომელიც სააგენტოს წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და იგი ოპოზიციას აქციაზე უნდა წაეკითხა. შეკრების ორგანიზატორთა ნაწილს წამოსცდა, რომ ტექსტი ნამდვილად არსებობდა. თუმცა, რატომ დამალეს „მანიფესტი“, სადაც ნახსენები აქვთ ტრამპისეული „დიპ სტეიტის“ ცრუ ნარატივი, ამაზე ოპოზიცია დუმს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი