არაადეკვატურობიდან გამომდინარე თვითონ სალომე ზურაბიშვილსა და ალეკო ელისაშვილს შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ეს ქალბატონი აბსოლუტურად გასულია მომსახურების ველიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 29 ნოემბერი 2025, 20:17

არაადეკვატურობიდან გამომდინარე თვითონ სალომე ზურაბიშვილსა და ალეკო ელისაშვილს შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთია, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი არ შეიჭრეს რომელიღაც შენობაში, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მანაც იგივე გააკეთოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას.

ნიკოლეიშვილის თქმით, რადიკალები გარედან მოსულ დირექტივებს ვეღარ ასრულებენ.

„არასათანადო დირექტივები მოდის, ან მოდის დირექტივები, უბრალოდ, შემსრულებლები ვეღარ ასრულებენ.

თვითონ სალომე ზურაბიშვილსა და ალეკო ელისაშვილს შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ არაადეკვატურობიდან გამომდინარე. ერთია, რომ შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი არ შეიჭრეს რომელიღაც შენობაში, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მანაც იგივე გააკეთოს, მაგრამ რასაც ელისაშვილი ვთქვათ, ქმედებით ახორციელებდა, ზურაბიშვილი ამას სიტყვით აკეთებს. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ქალბატონი აბსოლუტურად გასულია მომსახურების ველიდან. ვერ ხვდება, სად არის. როგორც იქნა, ამას წინათ აღიარა, რომ ის უკვე აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ ის, რომ მას არავითარი პოლიტიკური ძალა არ გააჩნია და მის სიტყვას არავითარი ფასი არ გააჩნია, სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდება. რა თქმა უნდა, ეს ძალია ცუდია, რადგან გარკვეული ადამიანები მას უსმენენ და ჩვენ მისი განცხადებების შეფასება გვიწევს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხაებით, საზოგადოების დაკვეთაა წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს და არ იყოს მონოპოლია პარტიების, რომლებმაც ვერ აჩვენეს, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლიათ, მართონ სიტუაცია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი