ეს აღარაა თინეიჯერი აკაცუკების „უწყინარი პერფორმანსები" - ეს არის "ზრდასრულების" ცეცხლთან სახიფათო თამაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 30 ნოემბერი 2025, 13:26

ეს აღარაა თინეიჯერი აკაცუკების „უწყინარი პერფორმანსები" - ეს არის "ზრდასრულების" ცეცხლთან სახიფათო თამაში. ჩვენ გვახსოვს უკრაინელების ხელითვე არაერთი სამხედრო პროვოკაცია იმავე პოლონეთის თუ ბალტიისპირეთის მისამართით, რომელსაც მსხვერპლიც კი მოჰყვა - რათა რუსეთს დაჰბრალდებოდა, სამხედრო კონფლიქტში NATO-ს ჩათრევის მიზნით. დასავლეთის მიმართულებით რაც გინდა ის გითამაშიათ, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას.

„„იმედია, ესეც იქნება მორიგი სისხლის სამართლის უმძიმესი მუხლებით განსახილველი პროვოკაცია, როდესაც არარსებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ფაქტიურად საქართველოს დაბომბვას ითხოვდნენ უკრაინისგან. ფაქტიურად, რაც მინი მასშტაბით ელისაშვილმა იკადრა - მაქსიმასშტაბით ქვეყნის ალში გახვევას ცდილობდნენ უსამშობლოები. ვერ მიაღწიეს რა, რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას - უკრაინას სთავაზობდნენ "მეორე ფრონტის" გახსნას უკვე საქართველოს წინააღმდეგ. არც ერთი მსგავსი მცდელობა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი და დაუსჯელი. ეს აღარაა თინეიჯერი აკაცუკების "უწყინარი პერფორმანსები" - ეს არის "ზრდასრულების" ცეცხლთან სახიფათო თამაში. ჩვენ გვახსოვს უკრაინელების ხელითვე არაერთი სამხედრო პროვოკაცია იმავე პოლონეთის თუ ბალტიისპირეთის მისამართით, რომელსაც მსხვერპლიც კი მოჰყვა - რათა რუსეთს დაჰბრალდებოდა, სამხედრო კონფლიქტში NATO-ს ჩათრევის მიზნით. დასავლეთის მიმართულებით რაც გინდა ის გითამაშიათ - საქართველოს შეეშვით!“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი