ეს არის პირდაპირ მიმართული პროვოკაცია, რომლის მსგავსი არაერთი გვინახავს უკრაინის ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
237 30 ნოემბერი 2025, 16:52

როდესაც ასეთ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, ამას სჭირდება არგუმენტები, სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება. ეს არის პირდაპირ მიმართული პროვოკაცია, რომლის მსგავსი არაერთი გვინახავს უკრაინის ოფიციალური პირებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იმ გლობალური, ბოროტი კონიუნქტურშიკების, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დაზიანებას.

„საქართველოს ედავებოდნენ შავ ხვრელებს, რუსეთთან თანამშრომლობას, ცდილობდნენ ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას, თუმცა ვერ შეძლეს.
უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იმ გლობალური, ბოროტი კონიუნქტურშიკების, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დაზიანებას. ასე, უტყუარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე სახელმწიფოს დადანაშაულება არის მავნებლობა. საქართველოს არავისთან თავი სამართებელი არ აქვს. საქართველო მიჰყვება ყველა საერთაშორისო შეთანხმებას და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯებში. ეს განცხადება მიმართულია ქართული პოლიტიკის შიდა მოხმარებისთვის, რომ როგორმე რადიკალურ ჯგუფებსა და რადიკალურ მედიაპლატფორმებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაავრცელონ ნარატივი, თითქოს „საქართველო ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს“, - განაცხადა ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი