ოპოზიციური სპექტრი პირველად არ დგება ტერორიზმის მხარეს - ასე იყო როდესაც ტერორისტი ბანკს ძარცვავდა 2020-ში, ასე იყო ჩატაევის აყვანის დროს, ელისაშვილის მხარდაჭერა სრულად ლოგიკურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 30 ნოემბერი 2025, 22:47

კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ოპოზიციის ნაწილის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ოპოზიციური სპექტრი, ტერორიზმის მხარეს პირველად არ დგება.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ოპოზიცია ტერორიზმის მხარეს იდგა 2020 წელს, როცა ბანკს ტერორისტი ძარცვავდა, ასევე, აჰმედ ჩატაევის აყვანის დროს, როცა ოპოზიციური მედია ტერორისტებს სპეცრაზმის გადაადგილების მარშრუტს პირდაპირ ეთერში აწვდიდა, შესაბამისად, ელისაშვილის მხარდაჭერა მათგან ლოგიკურია.

"ოპოზიციური სპექტრი, თავის აქტივიზმიან პარტიულებიანად, პირველად არ დგება ტერორიზმის მხარეს; ასე იყო როდესაც ტერორისტი ბანკს ძარცვავდა 2020-ში, ასე იყო ჩატაევის აყვანის დროს 17-ში, პირდაპირ ეთერში აწვდიდა ოპოზიციური მედია ტერორისტებს სპეცრაზმის გადაადგილების მარშრუტს და მოქმედებებს; ასე იყო კოვიდის დროს, როცა ბიოტერორისტებად გადაიქცნენ. ამიტომ, ალოკე ელისაშვილის მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც მისი დანაშაულებრივი არაკაცობის კადრები ყველამ ვიხილეთ, სრულად ლოგიკურია. ესენიც სიამოვნებით გადაგვწვავდნენ, უბრალოდ, ამის ერთი ადგილი არ აქვთ." - წერს ბაჩო ოდიშარია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი