ელისაშვილის ეს ქმედება პირდაპირ ასახავს გლობალური ომის პარტიის ზრახვებს საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
261 02 დეკემბერი 2025, 19:41

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის გადაწვის მცდელობას მედიასთან ეხმიანება.

ან თვითონ მოიგონა, ან უცხოელმა დამკვეთებმა უთხრეს, რომ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეიცვლებოდა საქართველოში, და სწორედ ამიტომ გაბედა ასეთი უმსგავსობის ჩადენა. აშკარად ელოდა რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს - მაღალი თანამდებობის, გავლენების ან მსგავსის მიღებას, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ალეკო ელისაშვილმა არ იცოდა ქართველი ხალხის დამოკიდებულება, რადგან ის მხოლოდ უცხოური ძალის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა. დეპუტატმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სწორედ უცხოურმა ძალებმა დააჯერეს და უბიძგეს ოპოზიციონერს ამ დანაშაულის, ჩადენა რაიმე პოლიტიკური დივიდენდის ან თანხის სანაცვლოდ.

„ალეკო ელისაშვილი არ არის ისეთი სულელი, რომ ვერ აცნობიერებდეს, რა გააკეთა. ძალიან კარგადაც აცნობიერებს და, როგორც ჩანს, მას დააჯერეს გლობალური ომის პარტიიდან, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა შესაძლებელი იქნებოდა. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია - ალეკო ელისაშვილს უბრალოდ არ აქვს წარმოდგენა, რა ხდება საქართველოში; არ იცნობს ქართველი მოსახლეობის და საზოგადოების რეალურ განწყობებს. ესეც გასაგებია, რადგან ერთადერთი, ვისთანაც საერთოდ საუბრობს, უცხოელი დამკვეთებია, და შესაბამისად არც იცის, რას ფიქრობს ხალხი.

როგორც ჩანს, ან თვითონ მოიგონა, ან უცხოელმა დამკვეთებმა უთხრეს, რომ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეიცვლებოდა საქართველოში, და სწორედ ამიტომ გაბედა ასეთი უმსგავსობის ჩადენა. აშკარად ელოდა რაღაც პოლიტიკურ დივიდენდებს - მაღალი თანამდებობის, გავლენების ან მსგავსის მიღებას. მას ნამდვილად სჯეროდა, რომ საქართველოში ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა შეიძლებოდა, და როგორც ჩანს, მას ეს დააჯერეს.

მის ამ „დაჯერებას“ წინ უძღოდა არა მხოლოდ გლობალური ომის პარტიის რაღაც დაპირებები (ან შესაძლოა ფულიც გადაუხადეს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ასეთ უგუნურ საქციელს საფუძველი ჰქონოდა), არამედ ევროკავშირის და სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების მიერ წახალისებული ძალადობები. ყველაფერ ამას ის განგრძობითად ხედავდა, და ბუნებრივია, კიდევ უფრო უმტკიცდებოდა რწმენა, რომ მის ამ ქმედებას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვებოდა.

გავიხსენოთ ნიკა მელიას დაჭერის საქმე და სხვა შემთხვევები - როგორი ისტერია ჰქონდა კოლექტიურ, გლობალური ომის პარტიით მართულ დასავლეთს (მთელ დასავლეთს ერთი წყალი რომ არ გადავასხათ, გავმიჯნოთ). სწორედ ამიტომ, ელისაშვილის ეს ქმედება პირდაპირ ასახავს გლობალური ომის პარტიის ზრახვებს საქართველოში. ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებული, რომ მიზანს მიაღწევენ.

მაგრამ ერთი ავიწყდებათ - ქართველი ხალხი, რომელიც საბოლოოდ წყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ მიიღებს მათ მხარდაჭერას“,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი