ევროპა დაიშლება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაუბრუნდება იგი პრაგმატულ და ცივილურ ღირებულებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 02 დეკემბერი 2025, 20:05

ვფიქრობ, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა დაფუძნებული იყოს პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებზე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში დასამკვიდრებლად საქართველოს შეუძლია გამოიყენოს მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა.

„მსოფლიოში მიმდინარეობს ძალთა ახალი ბალანსის დამყარება, სადაც ახლებურად ხდება რესურსების გადანაწილება. რა თქმა უნდა, დგას ტერიტორიების გადანაწილების საკითხიც, რაც უკვე ვიხილეთ უკრაინის შემთხვევაში. ძალთა ახალი ბალანსი, მხოლოდ ტერიტორიების ახლებურ გადანაწილებას, ამა თუ იმ სახელმწიფოების გავლენის, ახალი სფეროების გაჩენას არ გულისხმობს, აქ საუბარია უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნაზეც.

ვფიქრობ, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება. მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებზე. ამ თვალსაზრისით საქართველოს, რომელსაც მცირე პოლიტიკური წონა გააჩნია, შეუძლია კარგად გამოიყენოს მისი უაღრესად მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიულო მნიშვნელობა. მთავარია ქვეყანამ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს ჩვენი ეკონომიკური ინტერესები. ქვეყნის სტრატეგიის წარმატების ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. სწორედ ეს არის ის პრაგმატიზმი, რასაც მოველი მომავალი ევროპისგან. ევროპა დაიშლება, თუ არა, დამოკიდებულია იმაზე რამდენად პრაგმატულ და ცივილურ ღირებულებებს დაუბრუნდება და გააგრძელებს განვითარებას მის გარშემო“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპის განცხადებით, აშშ-ს იარაღის დიდი მარაგები აქვს - „ომის წარმოება შესაძლებელია უსასრულოდ და ძალიან წარმატებით“
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტეს ჩაკეტილად აცხადებს და იმუქრება, რომ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც მის გავლას შეეცდება
"ლიბერთი ბანკი" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მიხეილ სარჯველაძე: თითქოს, განკურნებული ნარკომანი არ არსებობს, ასეთი რამ ტყუილია. საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები - ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია
არქივი