ქალბატონო ფედერიკა, ახლა ჩვენ რა გავაკეთოთ, თქვენ მოგბაძოთ ამ კორუფციაში და მერე შესაბამისი უწყებები მოვლენ ჩვენთან და შემდეგ იქნება დემოკრატიული საქართველო?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 03 დეკემბერი 2025, 11:51
ევრო ბიუროკრატიაში ბელგიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობა და ქალბატონი ფედერიკა, რომელიც ჩვენ ჭკუას გვასწავლიდა 2019 წელს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ფედერიკა მოგერინი ამბობდა, რომ ქართველებმა დემოკრატია არ იციან და უკუსვლით მიდიან.

„ქალბატონო ფედერიკა ახლა ჩვენ რა გავაკეთოთ, თქვენ მოგბაძოთ ამ კორუფციაში და მერე შესაბამისი უწყებები მოვლენ ჩვენთან და შემდეგ იქნება დემოკრატიული საქართველო?

ეს ხალხი საუბრობს, რომ თურმე საქართველოში უკუსვლა ხდება, როცა მათივე ინსტიტუტები საქართველოს აფასებენ კორუფციასთან ბრძოლაში დაწინაურებაში.

ბელგიის პოლიცია ყოველ კვირა რამდენიმე ადამიანს აკავებს კორუფციის ბრალდებით. ეს არის ევროპული ღირებულება? ამას გვეუბნებოდით, რომ თუ ასე არ მოიქცევით ჩვენთან ვერ მიგიღებთო?“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამოძიების ფარგლებში ფედერიკა მოგერინი დააკავეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი