თუ ორშაბათამდე ელისაშვილს პარტიიდან არ გარიცხავენ, „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანება და „ალდე“ ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნებიან როგორც ტერორისტის მფარველები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 03 დეკემბერი 2025, 17:47

„ალდე“ გახლავთ ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული და ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლებაშიც არის „ალდეს“ წარმომადგენელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, „ალდესგან“ და ევროპული ძალებისგან ქართველი ხალხი ითხოვს და მოელის პასუხს კითხვაზე - ტერორიზმი არის თუ არა ევროპული ღირებულება.

„თუკი ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა, საკუთარი პარტია არ ემიჯნება, ე.ი. ეს პარტია არის ტერორიზმის მფარველი პარტია.

დაველოდებით ორშაბათამდე და თუ ელისაშვილს პარტიიდან არ გარიცხავენ, ორშაბათიდან როგორც მოქალაქეები, ისე „ძლიერი საქართველოს“ გაერთიანება და „ალდე“ ჩემს რიტორიკაში მოხსენიებული იქნებიან როგორც ტერორისტის მფარველები. ყოველ განცხადებაზე ამას შევახსენებთ, რომ არიან ტერორისტების მფარველი ორგანიზაცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა „სამშვიდობო გეგმას“, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ის არც კი წაიკითხა
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
არქივი