სახელმწიფო დეპარტამენტი „ფაქტჩეკერებს”, რომლებსაც ცენზორებად მოიხსენიებს, ვიზების გაცემაზე უარს ეტყვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
23 05 დეკემბერი 2025, 10:43

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა შიდა ბრძანება, რომელიც ვიზის აპლიკანტებს ეხება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ვიზაზე უარი უნდა ეთქვას ყველას, ვინც თავისუფალი სიტყვის „ცენზურაში“ იღებდა მონაწილეობას და მუშაობდა ფაქტების შემოწმებაზე („ფაქტჩეკერები”), კონტენტის მოდერაციაზე ან სხვა ისეთ საქმიანობაში, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელების სიტყვის თავისუფლების „ცენზურად“ მიიჩნევს.

საუბარია H-1B ვიზებზე, რომლებიც აშშ-ში დამსაქმებელს აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მნიშვნელოვან, სპეციალიზებულ სფეროებში უცხოელების დასაქმების უფლებას აძლევს. ეს კომპანიები ხშირად ასაქმებენ სპეციალისტებს ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

„თუ აღმოაჩენთ მტკიცებულებებს, რომ განმცხადებელი პასუხისმგებელი იყო ან მონაწილეობდა შეერთებულ შტატებში დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაში ან ცენზურის მცდელობაში, უნდა მოითხოვოთ დასკვნა, რომ განმცხადებელი არ არის უფლებამოსილი ვიზაზე“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ დირექტივაში.

ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ მაისში გამოცხადებულ პოლიტიკასთან, რომელიც ზღუდავს ვიზების გაცემას „უცხოელი თანამდებობის პირებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამერიკელების ცენზურაში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
გროზნოში მაღალსართულიან შენობაზე, „გროზნო სიტიზე“ დრონით თავდასხმა მოხდა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე და საქართველოს 2 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს
„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“ - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა
არქივი