მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 05 დეკემბერი 2025, 10:45

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. მათ შორის არიან - ინდოეთის, ირანის, სუდანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ნიგერიის, თურქეთის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის, ჩინეთის, ქუვეითის და რუსეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს - ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
გროზნოში მაღალსართულიან შენობაზე, „გროზნო სიტიზე“ დრონით თავდასხმა მოხდა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე და საქართველოს 2 მოქალაქე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს
„გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე“ - პარლამენტის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიას განცხადებას გამოეხმაურა
არქივი