31
05 დეკემბერი 2025, 10:56
გეფიქრათ მაინც ორშაბათამდე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გრიგოლ გეგელიას განცხადებას. კერძოდ, გეგელია ალეკო ელისაშვილს თანამებრძოლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ არსაიდან არ იქნება გარიცხული.
მანამდე შალვა პაპუაშვილი ქეთი თურაზაშვილის და ლევან სამუშიას განცხადებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სა და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია“.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალად ედება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა.
ელისაშვილმა დანაშაული სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ აღიარა და აღიარა ისიც, რომ მოქმედებდა წინასწარ გაწერილი გეგმით. მისი განცხადებით, ნანობს, რომ ოპერატიულად ვერ იმოქმედა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |