სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 05 დეკემბერი 2025, 11:43

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შპს „ველის“ კუთვნილი ობიექტი (ს/კ 400152866. მისამართი: ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის N17) შეამოწმეს, რომელიც რძის შემცველი პროდუქტების (ხაჭოსებრი, არაჟნისებრი) წარმოებას და რეალიზაციას (ძირითადად საცხობებში) სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ახორციელებდა, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, კერძოდ, ჰიგიენური ნორმების  დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა სააგენტოს აღიარების მიღებამდე და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

„სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს წარმოებების და სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 1501.

მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი
ამერიკის შეერთებული შტატები სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას დამატებით 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სამართალდამცველებს დაავალა, გააძლიერონ გამოძიება ანტიფაშისტურ მოძრაობა „ანტიფასა” და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ
შსს - ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
გროზნოში მაღალსართულიან შენობაზე, „გროზნო სიტიზე“ დრონით თავდასხმა მოხდა
არქივი