საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 05 დეკემბერი 2025, 12:11

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც მინისტრთან ერთად ვენაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება, მედიასთან ვიზიტი შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა მინისტრელიაზე ქართული მხრიდან.

„[ეუთო] ორგანიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის ორგანიზაცია, სადაც პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხრიდან. გარდა მინისტერიალით გათვალისწინებული შეხვედრებისა, გაიმართა ორმხრივ ფორმატში შეხვედრები მთელ რიგ პარტნიორ ქვეყნებთან, სადაც უპირველესი თემა იყო უსაფრთხოების თემები, კონკრეტულად საქართველოს ოკუპაციის საკითხები“, - აღნიშნა დარსალიამ.

მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მჯერა, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და 2030 წლისთვის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ამერიკის შეერთებული შტატები სამოგზაურო აკრძალვის დაწესებას დამატებით 30-ზე მეტი ქვეყნისთვის გეგმავს
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა სამართალდამცველებს დაავალა, გააძლიერონ გამოძიება ანტიფაშისტურ მოძრაობა „ანტიფასა” და სხვა ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ
შსს - ბოლო 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები
არქივი