მჯერა, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და 2030 წლისთვის ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 05 დეკემბერი 2025, 13:19

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ევროპული ღირებულებების გაუფასურებასა და საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს მედიასთან ეხმიანება.

„ევროპაში ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების გამარჯვებას სჭირდება პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას. იქნებიან, არა შუალედური რგოლი, რომელიც მათ თავზე დაკიდებულ მახვილს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებს, არამედ თავად დააღწევენ ამ მახვილს თავს და ეცდებიან, რომ დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ დაუბრუნდეს იმ ნიშანს, რის გამოც ყოველთვის მიმზიდველი იყო ევროპა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, ახლანდელი ევროპა საბჭოთა კავშირს ემსგავსება და კარგად მიმზიდველობას.

„რთულია იმის პროგნოზირება თუ რა იქნება 2030 წლისთვის ბრიუსელში, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითი“, რომლის გავლენის ქვეშაც ევროპაა, საკმაოდ ძლიერია. დღეს „დიფ სთეითი“ პრობლემაა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ ამერიკისთვისაც. გახსოვთ ალბათ, ტრამპი თავად ამბობდა - ან ჩვენ "დიფ სთეითს" დავამარცხებთ, ან ამერიკა უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებაო. რთულია პროგნოზირება, თუმცა სხვადასხვა თემების აქტუალიზაცია და ევროპელი საზოგადოება მიტოვებს იმედს, რომ ევროპაში თავად ამომრჩეველი შეცვლის პოლიტიკურ ელიტას და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს, ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში, მაგრამ ეს რთულად მისაღწევია და თავისთავად არ მოხდება. ამას სჭირდება პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც თავს დააღწევენ ამ მორჩილებას. იქნებიან, არა შუალედური რგოლი, რომელიც მათ თავზე დაკიდებულ მახვილს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენებს, არამედ თავად დააღწევენ ამ მახვილს თავს და ეცდებიან, რომ დემოკრატიული ხარისხი ევროპაში ისევ დაუბრუნდეს იმ ნიშანს, რის გამოც ყოველთვის მიმზიდველი იყო ევროპა. საქართველოც სწორედ ამიტომ ისწრაფოდა მათკენ და დღეს კიდევ რჩება იმედად, რომ მოხდება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების რეაბილიტაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიყოთ რეალობაზე დაფუძნებული ოპტიმისტები.

დღევანდელი ევროკავშირი დაემსგავსა საბჭოთა კავშირს, რაც მიმზიდველი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება და ვერ დააინტერესებს ვერც ერთ სხვა ქვეყანას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს
თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო
სუს-ში ვახტანგ გომელაური და ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს
პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი