31
05 დეკემბერი 2025, 14:12
BBC-ის ფილმთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი გამოკითხეს.
BBC-ის ფილმში საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |