თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 05 დეკემბერი 2025, 14:26

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ეს რიცხვი გაორმაგდა და ბინა 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.

„ყველას კარგად გვახსოვს დრო, როდესაც დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა იყო უსამართლო და უფრო მეტიც, ხშირად, ღირსების შემლახავი. გვახსოვს პერიოდი, როდესაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებდნენ, ხოლო თბილისში მათთვის ბინების მშენებლობა საერთოდ აკრძალული იყო. ჩვენ დავასრულეთ ეს მანკიერი პრაქტიკა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თქვენზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა მკაფიოა: ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახი საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს. აი, ამ პოლიტიკის ხელშესახები შედეგები: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პარალელურად, წარმატებით გრძელდება პროგრამა „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით, მათგან 2 400-ზე მეტმა - მხოლოდ მიმდინარე წელს შეიძინა ასეთი სახლები. კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით: თუ 2012 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მილიონი ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის ათჯერ გაიზარდა და ახლა 240 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის. შესაძლოა მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ შეიძინა რაღაც, რაც არ უნდა შეეძინა
კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით
BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას
თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს
არქივი