თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 05 დეკემბერი 2025, 14:28

თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, მასში 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.

„ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული. დღეს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 762 ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ღირსეული და სტაბილური ეტაპი დაიწყება. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა და განსახლების პროცესი გრძელდება - მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.

თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ჯამური ღირებულება, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, 255 მილიონი ლარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო კომპანია „ანაგს“, თითოეულ მშენებელსა და ინჟინერს, რომლებმაც შექმნეს ეს არაჩვეულებრივი კომპლექსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბიბისის“ სიუჟეტი აბსოლუტური აბსურდია, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის. შესაძლოა მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ შეიძინა რაღაც, რაც არ უნდა შეეძინა
კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით
BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში
ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას
არქივი