BBC-ის სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
6 05 დეკემბერი 2025, 14:32

„ბი-ბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, 9 აპრილს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, მასშტაბური იყო კლინიკებში მიმართვიანობა და დიდხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა.

„ბი-ბისის“ სიუჟეტი არის სკანდალის შექმნის იაფფასიანი მცდელობა, რომელიც ერთ დღეში ჩაიშალა. საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკებში. გახსოვთ, 9 აპრილის დროს, როდესაც კონკრეტული ნივთიერება იქნა გამოყენებული, რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენ ხანს გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი. ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი იქ, სადაც სკანდალი არ არის. თქვენი ტელევიზიები დავიდა იქამდე, რომ თუთიყუშებს დასცვივდათ ბუმბულები. ძალიან ღარიბად გამოიყურება თქვენი ეს სკანდალის აწევის იაფფასიანი მცდელობა“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს
მომდევნო წლიდან სახელმწიფო სასწავლებლებში ვინც ჩააბარებს, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს
„ბიბისის“ სიუჟეტი აბსოლუტური აბსურდია, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს
შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის. შესაძლოა მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ შეიძინა რაღაც, რაც არ უნდა შეეძინა
არქივი