შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის. შესაძლოა მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ შეიძინა რაღაც, რაც არ უნდა შეეძინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 05 დეკემბერი 2025, 15:42

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იყო შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა , - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, როცა BBC ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ ტელევიზიაში.

„გაირკვა, რომ მამა-შვილ ჩახუნაშვილების ინტერვიუ იწყება პოლიტიკური აბზაცებით და განცხადებებით. როცა BBC ეყრდნობა მამა-შვილ ჩახუნაშვილებს, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში. არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. როდესაც მიმართვიანობა არ ჰქონდათ და ერთადერთი ხელში შერჩათ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, ნუღარ ეცდებით თუთიყუშიდან სკანდალის შექმნას. გამოძიება შეისწავლის იმას, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც შეისწავლოს, რომელსაც ბუმბულები გასცვივდა, მაგრამ ამით სკანდალს ვერ შექმნით.

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იაფფასიანი მცდელობებია, ვინმე შეცდომაში შეიყვანონ და ილუზია შექმნან, თითქოს რაღაც ისეთი მოხდა თბილისში აქციებისას, რომელიც სამართალდარღვევას შეიცავს
მომდევნო წლიდან სახელმწიფო სასწავლებლებში ვინც ჩააბარებს, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ფოტოკონკურსს აცხადებს
„ბიბისის“ სიუჟეტი აბსოლუტური აბსურდია, სპეცსამსახურების ხელწერით შეთითხნილი ტყუილი, შესაბამისად, სერიოზულად ამის მიღება არ ღირს
კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის, სპეცსამსახურების ჩართულობით
არქივი