ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 05 დეკემბერი 2025, 16:50

ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

საქრათველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის საპატიმროს 22 დეკემბერს დატოვებს
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
დამახინჯებულ ევროკავშირზე უარი ვთქვით, ასე ვთქვათ, დავაპაუზეთ ჩვენი მისწრაფება, მაგრამ ტრანსფორმირებული ევროპის პირობებში, ჩვენთვის შეიძლება ძალიან საინტერესო შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნას
სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების ბრალდებებით დააკავეს
სუსი - ექვს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაკავებულია ხუთი პირი
არქივი