სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების ბრალდებებით დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 05 დეკემბერი 2025, 17:38

სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსს ბრალი წაუყენეს სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით მოქმედი ჯგუფის მიერ, საჯარო ადგილას, ნარკოტიკების უკანონო გავრცელებას.

კერძოდ, არშაკ ხაჩატრიანს ბრალი ედება 2018 წელს, სომეხეთა კათოლიკოსი გარეგინ მეორის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩანთაში ჩადებაში, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციის მონაწილისთვის ბრალის წაყენების მიზნით.

მთავარეპისკოპოსის ადვოკატის ცნობით, არშაკ ხაჩატრიანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ
მომწამვლელი აირებია ჩვეულებრივი წიწაკის სპრეიც და „ჩერიომუხაც“, მათ აქვთ თავისი სიმპტომები, მიზანი კი არის ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოხდეს ადამიანების დეზორიენტაცია
რატი იონათამიშვილი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ველოდები როდის გამოვა ქართული ოპოზიცია და ბრალს დასდებს ოფიციალურ ვაშინგტონს პრორუსულობაში
ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის საპატიმროს 22 დეკემბერს დატოვებს
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
არქივი