ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 05 დეკემბერი 2025, 18:10

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

შეხვედრისას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, კერძოდ ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობას. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის ფაქტებზე.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს ქვეყნის განვითარებაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს როლს.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და აღინიშნა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობა.

შეხვედრისას ⁠განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხზე.

დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობისა და დიალოგის გაგრძელების მზაობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ
მომწამვლელი აირებია ჩვეულებრივი წიწაკის სპრეიც და „ჩერიომუხაც“, მათ აქვთ თავისი სიმპტომები, მიზანი კი არის ის, რომ გარკვეული დროის შემდეგ მოხდეს ადამიანების დეზორიენტაცია
რატი იონათამიშვილი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ველოდები როდის გამოვა ქართული ოპოზიცია და ბრალს დასდებს ოფიციალურ ვაშინგტონს პრორუსულობაში
ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის საპატიმროს 22 დეკემბერს დატოვებს
დამახინჯებულ ევროკავშირზე უარი ვთქვით, ასე ვთქვათ, დავაპაუზეთ ჩვენი მისწრაფება, მაგრამ ტრანსფორმირებული ევროპის პირობებში, ჩვენთვის შეიძლება ძალიან საინტერესო შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნას
არქივი