ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ 120 მილიონით დააჯარიმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 05 დეკემბერი 2025, 19:52

ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

როგორც ევროკომისია აცხადებს, სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ვერიფიცირებული ანგარიშებისთვის შექმნილი „ლურჯი ნიშანი“ არღვევს ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) მოთხოვნას.

ევროკომისიის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე ნებისმიერ პირს შეუძლია, გადაიხადოს თანხა და მიიღოს „ვერიფიცირებულის“ სტატუსი, კომპანია კი არსებითად არ ამოწმებს, ვინ დგას ანგარიშის უკან. „ეს ართულებს მომხმარებლებისთვის იმის განსჯას, რამდენად ავთენტურია ანგარიშები“, – აცხადებენ ევროკომისიაში.

ამასთან, როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, „იქსი“ არ აკმაყოფილებს ციფრული სერვისების შესახებ კანონის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს. ევროკომისიის განცხადებით, X არ ასრულებს ვალდებულებას, მიაწოდოს მკვლევრებს პლატფორმის საჯარო მონაცემებზე წვდომა.

სოციალურ პლატფორმა X-ს ახლა აქვს 60 სამუშაო დღე, რათა ევროკომისიას აცნობოს კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც აპირებს. შეუსრულებლობამ, შეიძლება, პერიოდულად ჯარიმები გამოიწვიოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი