64
06 დეკემბერი 2025, 12:59
იაპონიაში ტოკიოს გრანდ-სლემი მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ჯაბნიაშვილმა(90 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი ტიციანო ფალკონე დაამარცხა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა რუსი ეგრო მალკინი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი იაპონელ გოკი ტაჯიმასთან დათმო.
მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ილია სულამანიძე(- 100კგ) კი ფინალში იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდება.
ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს გრანდსლემზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |