გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას „კამიტი“ არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, „არაბიზაციის“ ანდა „ჩელიაბინსკიზაციის“ თემაზე გადაერთოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 06 დეკემბერი 2025, 16:37

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სუს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კრამიდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას „კამიტი“ არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, „არაბიზაციის“ ანდა „ჩელიაბინსკიზაციის“ თემაზე გადაერთოს. თვითგაბრიყვების ის მასშტაბი, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია, უპრეცედენტოა გლობალური მასშტაბითაც“.

აბაშიძის შეფასებით, რაც მთავარია, მათ წაქეზებას კვლავ უშედეგოდ ცდილობს სუვერენულ საქართველოზე გამწარებული ევროკრატია, რომლის გავლენებს სულ სხვა მიზეზებით ტრამპი ამცირებს.

„კრამიდაცურებულ ნაცაქტივისტთა საყურადღებოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენს პოლიციას „კამიტი“ არასდროს ჰქონია არსენალში; ვისაც მაინც არ სჯერა, „არაბიზაციის“ ანდა „ჩელიაბინსკიზაციის“ თემაზე გადაერთოს. თვითგაბრიყვების ის მასშტაბი, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია უპრეცედენტოა გლობალური მასშტაბითაც. რაც მთავარია, მათ წაქეზებას კვლავ უშედეგოდ ცდილობს სუვერენულ საქართველოზე გამწარებული ევროკრატია, რომლის გავლენებს სულ სხვა მიზეზებით ტრამპი ამცირებს. როგორმე გადავიტანთ უზნეოთა შეტევათა ტალღებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი