აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ევროკომისიის მიერ პლატფორმა X-ისთვის 140 მილიონი დოლარის ჯარიმის დაკისრებას გამოეხმაურა.
„კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ აშშ სამხედრო ალიანსშია იმავე ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის მეშვეობით გვიტევენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
„როგორც ჯეი დი ვენსმა აღნიშნა მიმდინარე წლის დასაწყისში, ეს შეუსაბამობა ვერ გაგრძელდება. ევროპის ქვეყნებს არ შეუძლიათ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამერიკას მიმართავდნენ მაშინ, როცა ისინი ძირს უთხრიან თავად აშშ-ის უსაფრთხოებას არაარჩევითი, არადემოკრატიული და არაწარმომადგენლობითი ევროკავშირის მეშვეობით“, - განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.
მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა კუბის კომუნისტური და ანტიამერიკული რეჟიმის მიმართ არის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ძირს უთხრის ევროკავშირი მიზანმიმართულად აშშ-ის უსაფრთხოებას, მაშინ როდესაც მისი წევრი სახელმწიფოების უდიდესი ნაწილი ნატოს მეშვეობით საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამერიკას მიმართავს.
„დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსისა და მარკო რუბიოს პირობებში თამაშების დრო დასრულდა“, - დასძინა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |