გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 06 დეკემბერი 2025, 18:04

გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“, როგორც ასეთი, საქართველოში საერთოდ არ არის შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო ის ნივთიერება, რომელიც გამოიყენებოდა პოლიციის მიერ, არის ლეგალურად შეძენილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ბუნებრივია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ობიექტურობას არ მიიღებს.

„გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“, როგორც ასეთი, საქართველოში საერთოდ არ არის შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო ის ნივთიერება, რომელიც გამოიყენებოდა პოლიციის მიერ, არის ლეგალურად შეძენილი. არის დასაშვები ნივთიერება, რომელიც ასეთი მიზნებისთვის საპოლიციო ოპერაციებისას კანონით შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს.

ამავდროულად ჩანს, რომ თვითონ ეს ნივთიერება იმდენად ფართოდ არის გამოყენებაში, ანუ არ არის აბსოლუტურად აკრძალული, რომ საქართველოში სხვადასხვა სააფთიაქო, სამედიცინო თუ სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა საჭიროებებისთვის ამ ნივთიერებას ყიდულობდნენ. ამან, რა თქმა უნდა, ობიექტურად წერტილი დაუსვა იმ სპეკულაციას, რომელიც „ფეიკ“ ე.წ. „ბიბისის“ გამოძიების შედეგად გაჩნდა.

ბუნებრივია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ობიექტურობას არ მიიღებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
არქივი