ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 06 დეკემბერი 2025, 20:46

ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ბიუჯეტის პროექტში, მათ შორის, სოციალური მიმართულება, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენს ბიუჯეტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტის ხარჯების მესამედზე მეტი არის სოციალური თავისი შინაარსით, ეს არის – ჯანდაცვის მიმართულება და სოციალური მიმართულება.

„ასევე, ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. 8 მლრდ-ზე მეტი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების სახით ჩვენს ქვეყანაში. ასევე იცით, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისი ხარჯებიც არის გათვალისწინებული, ბუნებრივია, ჩვენს ბიუჯეტში. ეს უკავშირდება განათლების რეფორმას და სხვა მიმართულებებს. ყველა პრიორიტეტი არის დაბალანსებულად ასახული ჩვენს ბიუჯეტში. სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ გავზარდოთ ყოველწლიურად ბიუჯეტი. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების ზრდაც იმისათვის, რომ კიდევ უფრო გამართულად მუშაობდეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, გაძლიერდეს ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები. ყველა პრიორიტეტი არის სათანადოდ ასახული სახელმწიფო ბიუჯეტში,“- აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი