6
06 დეკემბერი 2025, 20:47
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რეალურად, საუბარია იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი გასული წლების განმავლობაში, რაზეც დღესაც ვსაუბრობთ, რომ დღეს ევროკავშირში არის ძალიან მძიმე ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ტენდენციები არის უმძიმესი და ეს ეხება როგორც პოლიტიკური კუთხით ვითარების ცვლილებას, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით.
„მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „ბიბისის“ საკითხიც ამის დასტურია, რომ მედიის თავისუფლების კუთხით არის რთული მდგომარეობა ევროპის მასშტაბით და ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპას აქვს ძალიან ცუდი ტენდენციები. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატული ამ დოკუმენტში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შეჩერდეს და შეიცვალოს დადებითი მიმართულებით, თუმცა იმდენად აქვს დაკარგული ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპის კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს სუვერენიტეტი, რომ ძალიან რთული იქნება ამ ვითარების შემოტრიალება, თუმცა ჩვენ უნდა დავიტოვოთ მაინც ამის იმედი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |