„ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტი ლობისტური კონტრაქტია, ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა, ამით სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 06 დეკემბერი 2025, 20:50

ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო გამოძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის „ფარას“ რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტს შეეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.

„როგორც მოგეხსენებათ, საქმე არის აღძრული საქართველოს პროკურატურაში, რომელიც უკავშირდება უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერას მტრულ საქმიანობაში. როდესაც ასეთი ტიპის კონტრაქტი ფორმდება, მე ვფიქრობ, ესეც შეიცავს მინიშნებებს გარკვეულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, თუმცა ესეც უნდა იქნას სამართლებრივად დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებების მიერ. რაც შეეხება იმას, რასაც ეწოდება ფორმალურად ლობიზმი, ჩვენთვის ეს ვერ იქნება ლობიზმი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ,“- განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი