ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 06 დეკემბერი 2025, 21:01

გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს გამჭვირვალობის კანონის გარშემო, როდესაც გვესაუბრებოდნენ, თითქოს შეუძლებელი იყო დასავლეთის მიმართულებიდან მტრული საქმიანობის მხარდაჭერა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე საუბრობენ აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილი და ასევე მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სრულიად აშკარად და თავხედურად ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუციური პროცესები ქვეყნის გარედან და სწორედ ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ.

„ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დავაინიცირეთ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ეს კანონი სწორედ ასეთ პრაქტიკას ეფუძნებოდა. ჩვენ ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ. დღეს ამ ყველაფერს ადასტურებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენებოდა უცხოური დაფინანსება, უცხოური სპეცსამსახურები, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაშიც, ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ეს ყველაფერი არის საზოგადოების შესაფასებელი. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს გამჭვირვალობის კანონის გარშემო, როდესაც გვესაუბრებოდნენ, თითქოს შეუძლებელი იყო დასავლეთის მიმართულებიდან მტრული საქმიანობის მხარდაჭერა. რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, დღეს ამაზე საუბრობენ აშშ-ის ადმინისტრაციის ყოფილი და ასევე მოქმედი ადმინისტრაციის წარმომადგენლები”, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადგან „კამიტის" და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში გასარკვევი არაფერია, თემა დახურულია
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი