პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 06 დეკემბერი 2025, 21:14

იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა.

„რეალურად, ეს იყო კოორდინირებული სპეცოპერაცია. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ეს გამოხმაურებები. რა თქმა უნდა, ეს არის კოორდინირებული სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი, თუმცა 5 დღეში უკვე ყველაფერი გასკდა საპნის ბუშტივით. აქედან გამომდინარე, ეფექტი ამ ყველაფერს ვერ ექნება, იმდენად დღესავით ნათელია ყველაფერი, არის გამოძიების მასალები, არის დოკუმენტაცია, მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით, მიმართვიანობის სტატისტიკა.

9 აპრილის შემდეგ, როდესაც გამოყენებულ იქნა აკრძალული ნივთიერებები, სავსე იყო საავადმყოფოები და პოლიკლინიკები მოწამლული ადამიანებით და მკურნალობას სჭირდებოდა, ხშირად, თვეზე მეტი. ეს იყო რეალური ვითარება. აქ, მიმართვიანობაც კი არ არსებობს. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე ფასი ჰქონდეს ამ ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებას. ვერავითარი ფასი ვერ ექნება. იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან. რეალურად, ეს სპეცოპერაცია, საბოლოო ჯამში, ვერ შედგა. ზუსტად ისევე ჩაიშალა ეს სპეცოპერაცია, როგორც თავის დროზე ჩაიშალა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის სპეცოპერაცია. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს საერთოდ არაფრიდან. 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან, ესეც გახსოვთ. ამაზე იაფფასიანი იყო ის სპეცოპერაცია, რომელიც ვიხილეთ BBC-ის და შემდეგ ადგილობრივი სუბიექტების და ზოგიერთი საერთაშორისო სუბიექტის შესრულებით. სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი. ეს არის სწორედ გამოხატული იმ პროცესებში, რომლებიც გაგრძელდა ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რადგან „კამიტის" და აკრძალული ნივთიერებების ნაწილში გასარკვევი არაფერია, თემა დახურულია
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ შეისწავლონ 2019 წელს რა ნივთიერებები გამოიყენა ბატონმა გახარიამ წყლის ჭავლით შეკრების დაშლის დროს
ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას
ვხედავდით, სრულიად აშკარად და თავხედურად როგორ აფინანსებდნენ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ქვეყნის გარედან და ზუსტად ამის აღკვეთას ემსახურებოდა კანონი გამჭვირვალობის შესახებ
თავის დროზე „ბიბისი“ მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი
არქივი