ჩვენ უარი ვთქვით დავალებების შესრულებაზე და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები მათ მიერ კონტროლირებადი საშუალებებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 07 დეკემბერი 2025, 21:26

ისეთ ფონს ქმნიან, რომ დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდე უფრო მეტად გაამძაფრონ და ეს ერთადერთი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენ უარი ვთქვით მათი დავალებების შესრულებაზე. ეს არის დაკვეთა - ჩვენ უარი ვთქვით და ეს არის „დიფ სთეითის“ საპასუხო ნაბიჯები, მათ მიერ კონტროლირებადი სხვადასხვა საშუალებებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გადაცემაში „იმედის კვირა“ BBC-ის სიუჟეტზე საუბრისას, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის ბოლოს, რუსთაველზე მიმდინარე აქციების დასაშლელად სპეცრაზმმა, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გაიხსენა, თითქოსდა სახელმწიფო მას აწამებდა და აღნიშნა, რომ BBC-ის სიუჟეტი და სააკაშვილის ე.წ წამების საქმე ერთი და იგივეა, რადგან ორივე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ემსახურება.

„მძიმე წონის მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან. რა თქმა უნდა მძიმე წონად ითვლება BBC-ის ტელევიზიით გაშუქებული ეს დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, როგორი სახე ჰქონდა ამ ყველაფერს, ხომ გახსოვთ როგორი ზეწოლა იყო? თითქმის ყველა საელჩომ, ელჩებმა დემონსტრაციულად პროტესტი გამოუცხადეს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა მედია საშუალებით გაშუქდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე მდგომარეობაში, ქართული სახელმწიფო მას აწამებს, ის არის სიკვდილის პირას და მთელმა მსოფლიო საზოგადოებამ უნდა მოვთხოვოთ, რომ გათავისუფლდეს და გაგზავნილი იყოს სხვა ქვეყანაში, რომ უმკურნალონ და გადაარჩინონ მიხეილ სააკაშვილი. როგორი შეტევა იყო მაშინ, ყველა მედია საშუალებით შუქდებოდა ეს და როგორი მოთხოვნა იყო და ამათო მოთქმა, რადიკალური ფრთის პირდაპირ ეთერში ტირილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და ხვალ შეიძლება ვეღარ გადარჩეს და რამე უნდა ვიღონოთ. ეს ერთი და იგივე თემაა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიდის ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე - ეს პროცესები გვაძლიერებს და უფრო და უფრო მომზადებული ხვდება ქვეყანა ასეთ გამოწვევებს
ჩვენ უზრუნველვყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში მისცემს მოსწავლეს სრულფასოვან განათლებას
სასამართლომ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით 500-500 ათასი ლარი შეუფარდ
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
დონალდ ტრამპ უმცროსი - უკრაინა ბევრად უფრო კორუფციული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი, ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას
არქივი