დონალდ ტრამპმა „ეიბისის“ ჟურნალისტს მიმართა - ყველაზე გამაღიზიანებელი ჟურნალისტი ხარ, საშინელი რეპორტიორი ხარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 09 დეკემბერი 2025, 07:37

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და „ეიბისის“ რეპორტიორს შორის შელაპარაკება მოხდა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტმა 2 სექტემბერს ვენესუელის სიახლოვეს, გემზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის კადრების გასაჯაროების შესახებ დაუსვა კითხვა, რამაც დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია.

ტრამპმა განაცხადა, რომ მას არასდროს უთქვამს რამე თავდასხმის ვიდეოს გასაჯაროებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა „ეიბისის“ ჟურნალისტს „გამაღიზიანებელი“ და „საშინელი რეპორტიორი“ უწოდა.

„ყველაზე გამაღიზიანებელი ჟურნალისტი ხარ. საშინელი რეპორტიორი ხარ. ყოველთვის ასე ხდება შენთან“, – მიმართა ტრამპმა ჟურნალისტს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი