ევროკავშირი პრაქტიკულად აღარ არის მოხსენებული ამერიკის სამომავლო პოლიტიკის დოქტრინაში, რაც ნიშნავს, რომ ტრამპსაც არ აქვს მოლოდინი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 09 დეკემბერი 2025, 19:26

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს მედიასთან ეხმიანება.

„ევროიზაცია“, ანუ ევროს შემოღება ევროკავშირში, მიუღებელი იყო შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის. აქედან გამომდინარე, შტატები ეძებდა საბაბს, რომ კონკურენტი შეესუსტებინა, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს ძლიერი. ის ფაქტი, რომ ევროკავშირი ამერიკის სამომავლო პოლიტიკის დოქტრინაში არ არის მოხსენიებული, მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპს არ აქვს არანაირი მოლოდინი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით.

„მხოლოდ უკრაინის ომმა არ გამოიწვია ეს მოვლენები, უბრალოდ, მან ფარდა ახადა და სახელი დაარქვა პროცესებს, რომელიც მანამდე დაფარული იყო. „ევროიზაცია“, ანუ ევროს შემოღება ევროკავშირში, მიუღებელი იყო შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის. აქედან გამომდინარე, შტატები ეძებდა საბაბს, რომ კონკურენტი შეესუსტებინა.

ბუნებრივია, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის ეკონომიკა იყოს ძლიერი. თუმცა, ამ სტრატეგიაში ნათლად ჩანს, რომ უკრაინის ომმა ამერიკას შეაცვლევინა პოზიციები მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აშშ ხედავს, რომ გაძლიერდა ჩინეთი და რუსეთი ვერ დაასუსტეს, ამას ტრამპი თავადაც ამბობს. ამ დროს ამერიკას აქვს ამბიცია და პრეტენზია, იყოს ლიდერი სახელმწიფო მსოფლიოში.

ამიტომ, ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა როლს ასრულებს ევროკავშირი. ევროკავშირი პრაქტიკულად აღარ არის მოხსენებული სტრატეგიაში, რაც ნიშნავს, რომ ტრამპსაც არ აქვს მოლოდინი ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საქართველოში ამას დიდი პოზიტივით ვეღარავინ შეხედავს. ფაქტობრივად, მოცემულობაა ისეთი, რომ ამ ორგანიზაციის [ევროკავშირის] სამომავლო პოლიტიკის კონტექსტში ხსენება ამერიკის დოქტრინაში, არ არის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი